სწავლა საზღვარგარეთ
თუ გავითვალისწინებთ აკადემიურ ხარისხს უხვად გაჯერებულს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და მრავალფეროვნებასთან, არაჩვეულებრივ ქალაქებს და ულამაზეს სოფლებს, ბრიტანეთი იდეალური ადგილია ინგლისურის შესასწავლად.
კურსების არჩევანი მრავალფეროვანია და ყველა ასაკისა და ენობრივი კომპეტენციის დონისთვის მოსახერხებელია. თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ:
-
საზაფხულო სკოლები არდადეგებზე მთელი ოჯახისთვის
-
ინტენსიური კურსები სწრაფი კარიერული წინსვლისთვის
-
ზოგადი ინგლისურის ერთწლიანი კურსები, სადაც სრულად შეგიძლიათ შეიცნოთ ბრიტანული კულტურის თავისებურებანი.
-
2 – 4 კვირიანი ინგლისურენოვანი ბანაკები 8 – 17 წლის ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის
TEN არის ჩვენი პარტნიორი დიდ ბრიტანეთში.
რა არის TEN?
2010 წელს ყველასათვის ცნობილი და საერთაშორისოდ აღიარებული ინგლისური ენის სკოლების ხელმძღვანელთა მცირერიცხოვანმა ჯგუფმა ჩამოაყალიბა TEN (The English Network - ინგლისური ენის ქსელი). თანამოაზრეთა და საქმისადმი ერთგული პროფესიონალების ამ ჯგუფის ერთობა ეფუძნებოდა ნდობას. მაღალი სტანდარტი, პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება TEN ჯგუფის წევრი სკოლების მთავარი ღირებულებებია. ისინი ერთად მოქმედებენ, თანაბრად უზიარებენ ერთმანეთს დაგროვილ გამოცდილებას და მუდმივად ვითარდებიან პროფესიული კუთხით ჯგუფის ყოველი წევრისა და მომხმარებლის საკეთილდღეოდ.
TEN ქსელია, რომელსაც ენდობიან და რომელიც არასოდეს გაგიცრუებთ მოლოდინს.
TEN ჯგუფის სკოლები ერთად მომუშავე პროფესიონალების გუნდია. ჯგუფის წევრები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. ეს ეხმარება მათ, შეინარჩუნონ ლიდერის პოზიცია ბრიტანეთის მრავალრიცხოვან ცენტრებს შორის, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო მეტად ზრდის მათდამი ნდობას.
TEN - ის წარმატების საწინდარი მაღალი სტანდარტი, პროფესიონალიზმი და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა.
TEN ინგლისის ულამაზეს ქალაქებში ხარისხზე ორიენტირებული სკოლები და რაც მთავარია დაუვიწყარი სტუდენტური გამოცდილებაა.
TEN - თან ერთად ჩვენ გპირდებათ:
-
სრულ სტუდენტურ მხარდაჭერას
-
გამოცდილებას, რომელსაც შეგიძლიათ თამამად ენდოთ
-
თქვენი საჭიროებების ბოლომდე გააზრებას
-
ზედმიწევნით კომპეტენტურსა და თქვენზე მორგებულ საინტერესო და შედეგზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს
-
ახალ მეგობრებს
-
და რაც მთავარია ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებას, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე გამოიყენებთ