ონლაინ გაკვეთილები
ონლაინ სწავლების პოპულარობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა ბოლო წლებში და ძნელი მისახვედრი არ არის, რატომ. ერთის მხრივ, სწავლების ეს მეთოდი მოთხოვნადი გახდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბევრად უფრო კომფორტულია, ვიდრე ტრადიციული პირისპირ კურსები.
სტუდენტს საშუალება ეძლევა, დაესწროს გაკვეთილებს ისე რომ არ გაექცეს საკუთარ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებს. მას შეუძლია ჩაერთოს სასწავლო პროცესში მისთვის მისაღებ დროს. მეტიც, მსმენელს არ უხდება დროის დახარჯვა ტრანსპორტში, ვინაიდან შეუძლია, მარტივად ჩაერთოს გაკვეთილში სახლიდან ან თუნდაც ოფისიდან.
English Skills გთავაზობთ ინდივიდუალურ და ჯგუფურ გაკვეთილებს ონლაინ თქვენთვის მოსახერხებელ დროს.
გთავაზობთ სამ პაკეტს:
-
ვერცხლის - 5 გაკვეთილი თვეში
-
ოქროს - 10 გაკვეთილი თვეში
-
პლატინის - 15 გაკვეთილი თვეში
ჩვენი ონლაინ გაკვეთილების დახმარებით ადვილად მიაღწევთ მიზანს. აირჩიეთ ნებისმიერი პროგრამა დაწყებული საქმიანი ინგლისურიდან და დამთავრებული სასაუბრო ინგლისურით; გაიუმჯობესოთ გრამატიკა, გამოთქმა, მოსმენისა და საუბრის უნარ-ჩვევები და სხვა.
ჩვენი ონლაინ გაკვეთილები საუკეთესოა იმ კანდიდატებისთვის, რომელთაც აქვთ ინგლისური ენის საშუალო დონე (Pre-intermediate) ან უფრო მაღალი. თუ არ იცით ან დარწმუნებული არ ხართ, რომელ დონეს შეესაბამება თქვენი ცოდნა, არ ინერვიულოთ - შეგიძლიათ გაიაროთ ჩვენი ონლაინ ტესტი.