მოზარდები
ბავშვებისა და მოზარდების სასწავლო კურსი მოიცავს 3 ასაკობრივ ჯგუფს:
-
ბავშვები 6 -9 წლამდე
-
მოზარდები 10-12 წლამდე
-
მოზარდები 13-18 წლამდე
6 -9 წლის ბავშვებისთვის გთავაზობთ სწავლების 6 საფეხურს: -K1დან – K5 მდე, რაც შეესაბამება საერთო ევროპული სასწავლო დონის A2 საფეხურს.
მეცადინეობები კვირაში 2-ჯერ. გაკვეთილის ხანგრძლივობა 90 წთ.
10-12 წლის მოზარდებისთვის გთავაზობთ 4 სასწავლო დონეს, PT1-დან, რაც Elementary (ელემენტარულ) დონეს უდრის, PT4 – მდე, რაც შეესაბამება B1 ანუ Intermediate (საშუალო) დონეს. ამის შემდგომ მოზარდები სწავლას აგრძელებენ 13-18 წლის მოზარდთა კურსზე. მეცადინეობა კვირაში 2-ჯერ. გაკვეთილის ხანგრძლივობა 90 წთ.
13-18 წლის მოზარდებისთვის გთავაზობთ სასწავლო საფეხურს, T1 დან T8 ჩათვლით, რაც საერთო ევროპული სასწავლო დონის C1 შეესაბამება. მეცადინეობები კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ.
სწავლების მეთოდი
ჩვენი კვალიფიცირებული და გამოცდილი მასწავლებლები იყენებენ ინგლისურის სწავლების კომუნიკაციურ მეთოდს და იმ მრავალფეროვან საშუალებებს რაც ნიშნავს, რომ ბავშვები და მოზარდები მუდმივად ჩართული არიან მიზანმიმართულ ინდივიდუალურ და ჯგუფურ აქტივობებში, როლურ თამაშებსა და დისკუსიებში. ეს შესაბამისი ასაკის ბავშვებს და მოზარდებს საშუალებას აძლევს არა მხოლოდ გაიუმჯობესონ ინგლისურის ცოდნა, დახვეწონ გრამატიკა და გაიმდიდრონ ლექსიკა, არამედ ზოგადად განავითარონ მეტყველების, მოსმენის, კითხვის და წერის უნარები. ეს კი თავის მხრივ ხელს უწყობს მოზარდებში კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განავითარებას, რაც მათი შემდგომი წარმატების საწინდარია.
როგორ მიმდინარეობს ბავშვებისა და მოზარდების კურსი?
-
გაკვეთილები ტარდება კვირაში 2–ჯერ ან 3–ჯერ თქვენს მიერ არჩეულ დღეებსა და დროს და გრძელდება 90 წუთს.
-
დიაგნოსტური ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე ბავშვი ან მოზარდი ჩაირიცხება შესაბამისი ასაკობრივი და ენობრივი კომპეტენციის ჯგუფში.
-
თქვენ ირჩევთ სწავლისთვის თქვენთვის სასურველ დღეებსა და დროს.
-
გაკვეთილი მიმდინარეობს საგანგებოდ მოწყობილ საკლასო ოთახებში, ბავშვებისთვის სახალისო გარემოში, რაც დამატებითი სტიმულია ხარისხიანი სწავლის და დამაჯერებელი საბოლოო შედეგებისა.
-
გაკვეთილზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სასაუბრო ინგლისურს და მოსმენის უნარის განვითარებას. მსმენელები კითხულობენ ცნობილ საბავშვო და საყმაწვილო მოთხრობებსა და ტექსტებს.
-
გაკვეთილზე შექმნილია სრულად ინგლისურენოვანი გარემო და გაკვეთილი სასიამოვნო და საინტერესო ხდება სხვადასხვა ენობრივი თამაშების, ჯგუფური აქტივობების და მრავალფეროვანი დამატებითი მასალის დახმარებით.
-
ბავშვებსა და მოზარდებს ეძლევათ საშინაო დავალება შესწავლილი მასალის განსამტკიცებლად.
-
ცენტრი აღჭურვილია კომპიუტერული, ვიდეო და აუდიო-ვიზუალური ტექნიკით. სწავლების პროცესში გამოიყენება ექსკლუზიური კომპიუტერული და ონლაინ მასალები, რაც დამატებითი გარანტიაა წარმატებული აკადემიური შედეგებისა.
-
მასწავლებლები იყენებენ კომუნიკატიურ მეთოდს, რაც მსოფლიოში ინგლისური ენის სწავლების ყველაზე ეფექტური მიდგომაა. ამიტომაც გაკვეთილები სახალისო, ინტერაქტიული და ეფექტურია.
-
კომუნიკაციური და ინტერაქტიული მიდგომის მეშვეობით ბავშვები და მოზარდები სრულად არიან ჩართულები სხვადასხვა ენობრივ აქტივობებში, რაც ეხმარება მათ გამოიმუშავონ სრულფასოვანი კომუნიკაციისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.