ზოგადი ინგლისური
ზოგადი ინგლისური ენის კურსი მიზნად ისახავს გააუმჯობესოს თქვენი ინგლისური ენა და შეგმატოთ თავდაჯერებულობა. გაკვეთილის მსვლელობისას თანაბრად ხდება საუბრის, წერის, კითხვის, მოსმენის, გრამატიკისა და ლექსიკის განვითარება.
ზოგადი ინგლისურის კურსი
ზოგადი ინგლისურის კურსის დასრულებისას:
-
უკეთ იმეტყველებთ და ნაკლებ შეცდომებს დაუშვებთ
-
თქვენი გამოთქმა გაუმჯობესდება
-
მოსმენილის აღქმა თქვენთვის ბევრად გამარტივდება
-
აღარ გაგიჭირდებათ უცხოელებთან კომუნიკაცია.
-
გაიმდიდრებთ ლექსიკურ მარაგს, ისწავლით ბევრ ახალ ფრაზასა და იდიომებს
-
შეძლებთ ფილმების ყურებას ინგლისურ ენაზე
-
და რაც მთავარია, დარწმუნდებით, რომ ინგლისურის შესწავლა თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
ტესტი და გასაუბრება
ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენად ჩაგიტარდებათ წერითი ტესტი და გასაუბრება.
ტესტისა და გასაუბრების საფუძველზე ჩაირიცხებით შესაბამისი დონის ჯგუფში. წერითი ტესტი გრძელდება 50 წუთს. ტესტირების შემდეგ აირჩევთ თქვენთვის სასურველ დღეებს.
ჯგუფში სტუდენტთა რაოდენობა განისაზღვრება 8 – 10 მსმენელით.
მეცადინეობები ტარდება კვირაში ორჯერ 1,5 საათის განმავლობაში შესვენების გარეშე.
გთავაზობთ სწავლების 8 დონეს. თითოეულ დონეზე კვირაში 2-ჯერ ინტენსივობით მეცადინეობის შემთხვევაში კურსი გრძელდება 6 თვეს. კურსის დამთავრებისას ჩატარდება ტესტირება. მისი შედეგების საფუძველზე მოხდება შემდგომ სასწავლო კურსზე ან დონეზე გადაყვანა ან გაიცემა სერთიფიკატი.
დაწყებით დონეზე სწავლის ხანგრძლივობა 5 თვეა.
იხილეთ ჩვენი სასწავლო დონეების ცხრილი.
სწავლების მეთოდიკა
სტუდენტთა მოტივაციის ამაღლება ჩვენი მთავარი საზრუნავია. თქვენი წარმატება ინგლისურის დაუფლებისა თუ ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავების დროს დიდწილადაა დამოკიდებული თანამედროვე, აქტუალური, საინტერესო და თემატურად მორგებული მასალების მიწოდებაზე.
ჩვენი მასწავლებლები გამოიყენებენ სწავლების საკომუნიკაციო მეთოდის მრავალფეროვან საშუალებებს რათა სტუდენტები სრულად ჩაერთონ ისეთ მიზანმიმართულ კომუნიკაციურ აქტივობებში, როგორიცაა განხილვა, დისკუსია, როლური თამაშები, ინდივიდუალური თუ ჯგუფური სავარჯიშოები.
უნარ-ჩვევების გაუმჯობესება – მეტყველების, კითხვის, წერისა და სმენითი აღქმის უნარების სისტემატური ტრენირება, სწავლების კომუნიკაციური მეთოდი, მასწავლებელთა მაღალი კვალიფიკაცია ჩვენი ყოველდღიური ზრუნვის საგანია.
მასწავლებლები
ცენტრში მუშაობენ პროფესიონალი, საერთაშორისო სტანდარტის ქართველი და უცხოელი მასწავლებლები. თითოეულ მათგანს აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტის სერთიფიკატი (CELTA) ან დიპლომი (DELTA ).
Level | Hours | Length | CEFR | IELTS | TOEFL |
---|---|---|---|---|---|
PROFICIENCY | 108 - (72 lessons) | 3 times a week for 6 months | C2 | 7.5 | 110 |
ADVANCED | 108 - (72 lessons) | 3 times a week for 6 months | C1 | 7.0 | 90+ |
PRE-ADVANCED | 108 - (72 lessons) | 3 times a week for 6 months | B2+ | 6.5 | 60+ |
UPPER-INTERMEDIATE | 108 - (72 lessons) | 3 times a week for 6 months | B2 | 6.0 | 40+ |
INTERMEDIATE | 108 - (72 lessons) | 3 times a week for 6 months | B1 | 5.5 | 35 |
PRE-INTERMEDIATE | 108 - (72 lessons) | 3 times a week for 6 months | A2+ | 4.5 | |
ELEMENTARY | 108 - (72 lessons) | 3 times a week for 6 months | A2 | ||
STARTER | 90 - (60 lessons) | 3 times a week for 5 months | A1 |