ხშირად დასმული კითხვები
როგორ ხდება მიღება?
ჩვენს სასწავლო ცენტრში მიღება ხდება 6 წლიდან. თქვენ შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ ნებისმიერ დროს. ამისთვის, შეავსეთ მთავარ გვერდზე მოცემული ტესტი. ამის შემდგომ დაგიკავშირდებით და დავგეგმავთ თქვენთან გასაუბრებას, რომელიც დაგვეხმარება ზუსტად განვსაზღვროთ თქვენი ცოდნის დონე. ეს კი მოგვცემს საშუალებას შემოგთავაზოთ განრიგი, შესაბამისი დონის ჯგუფისთვის.
გაითვალისწინეთ, რომ ბავშვები არ ავსებენ მოცემული ტესტს. მათი ტესტირება ხდება ოფისში.
შემიძლია შემოგიერთდეთ ონლაინ?
დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენთან სწავლა მიმდინარეობს როგორც სასწავლო ცენტრში, ასევე ონლაინ. შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან. დაგჭირდებათ მხოლოდ ნორმალური სისწრაფის ინტერნეტ კავშირი, ყურსასმენი და ვებ კამერა.
რა მეთოდით ასწავლით?
ჩვენი მეთოდი ინტერაქტიულია. იმისთვის რომ მსმენელს გავუადვილოთ მიწოდებული ინფორმაციის აღქმა, ვიყენებთ სხვადასხვა ხელსაწყოს: დაფა, სლაიდი, ილუსტრაცია, ვიდეო, აუდიო, ფოტო, და ა.შ. მოსწავლემ უცხო ენა უნდა ისწავლოს ხალისით. ამიტომ, ჩვენ ხშირად ვაორგანიზებთ ინტერაქციებს, როლურ სავარჯიშოებს, კარნახით წერას, ლექსიკურ სავარჯიშოებსა და სხვადასხვა აქტივობებს. საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობს მეგობრულ გარემოში და მხოლოდ და მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
როგორ ხდება ანგარიშსწორება?
ანგარიშსწორება ხდება წინასწარ, ყოველი სასწავლო თვის დასაწყისში. გადახდის განრიგი მოცემულია ხელშეკრულებაში.
სერთიფიკატს გასცემთ?
დიახ, რა თქმა უნდა! სერთიფიკატი გაიცემა B1 (Pre Intermediate Level) დონიდან, შესაბამაისი დონის ტესტის წარმატებით ჩაბარების შემდეგ.
შემიძლია დავესწრო საცდელ გაკვეთილს?
დიახ, რა თქმა უნდა. საცდელ გაკვეთილზე დასწრება ხდება ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ, რადგან ჩვენ უნდა დავადგინოთ თქვენი ცოდნის დონე და შემოგთავაზოთ შესაბამისი დონის ჯგუფი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გაკვეთილი ფასიანია და ღირებულება შეადგენს 50 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ მსმენელი გადაწყვეტს შეუერთდეს ჯგუფს, გადახდილი თანხა გამოაკლდება სწავლის გადასახადს
რამდენი მოსწავლეა ჯგუფში?
ჯგუფში მაქსიმუმ 8 მოსწავლეა. გაკვეთილები აგებულია ისე, რომ მოსწავლეებმა იმუშაონ წყვილებში. ისინი მაქსიმალურად ჩართულები არიან საგაკვეთილო პროცესში.
თქვენთან სწავლა ფასიანია?
დიახ, რა თქმა უნდა. ჯგუფური ან ინდივიდუალური მეცადინეობის შემთხვევაში, თითოეულ კურსს თავისი ღირებულება აქვს.