top of page
close-up-still-life-hard-exams.jpg
English AEC logo Pos RGB.png

შედეგების ნახვა

გამოცდის შედეგების გასაგებად აპლიკანტი უნდა დარეგისტრირდეს ვებ გვერდზე
https://candidates.cambridgeenglish.org/


შედეგების ვებ გვერდზე დარეგისტრირება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, მას შემდეგ, რაც მეილზე მიიღებთ გამოცდაზე რეგისტრაციის დასტურსა და განრიგს  (Confirmation of Entry and Timetable). სავალდებულო არ არის, რომ გამოცდა უკვე გქონდეთ ჩაბარებული. თუ ეს დოკუმენტი წაშალეთ, მოგვწერეთ და ხელახლა გამოგიგზავნით.

 

შედეგების ვებ გვერდზე https://candidates.cambridgeenglish.org/  შესვლისას მარცხენა მხარეს გამოჩნდება ღილაკი Register. ამ ღილაკზე დაჭერის შემდეგ:

  1. შეიყვანეთ თქვენი ID Number  და Secret Number, რომელიც მოცემულია  Confirmation
    of Entry and Timetable
    -ზე მარცხენა ქვემოთა მხარეს.

  2. შეიყვანეთ თქვენი მოქმედი მეილი ზუსტად და გაიმეორეთ იგივე მეილი.

  3. აირჩიეთ და შეიყვანეთ პაროლი და გაიმეორეთ იგივე პაროლი.

  4. დაეთანხმეთ ვებ გვერდის გამოყენების პირობებს, დააჭირეთ I agree to the terms of
    use
    .

  5. მეხუთე ველის (სადაც გეკითხებიან, გინდათ თუ არა ამ ვებგვერდიდან
    მოგივიდეთ მეილები სიახლეებზე) მონიშვნა არ არის სავალდებულო.
    შესაბამისად, სურვილის მიხედვით მონიშნეთ  I would like to receive updates
    (optional)
    .

  6. დააჭირეთ გაგზავნის ღილაკს Submit.

გაგზავნის ღილაკზე დაჭერის შემდეგ მეილზე მიიღებთ შედეგების ვებგვერდზე რეგისტრაციის დასტურს. ამის შემდეგ ნებისმიერ დროს შეგეძლებათ შედეგების ვებ გვერდზე შესვლა თქვენი  ID Number და პაროლის მეშვეობით.

შედეგების გამოქვეყნების დრო მოცემულია დოკუმენტზე Confirmation of Entry and Timetable მარცხენა ქვემოთა მხარეს. შედეგების გამოქვეყნებისთანავე მეილზე მიიღებთ ინფორმაციას, რის შემდეგაც შეხვალთ აღნიშნულ ვებგვერდზე https://candidates.cambridgeenglish.org/  და გაიგებთ თქვენს შედეგს.

bottom of page