
ინგლისური ენის კურსი კომპანიებისთვის
ვთანამშრომლობთ ორგანიზაციებთან და მათთან ერთად ვქმნით და ვახორციელებთ პროგრამებს ინგლისური ენის შესწავლისა და /ან დახვეწისათვის. ვეხმარებით მათ პერსონალის შეფასებაში. ასევე ვუჩვენებთ სწორ გზას თანამშრომლების შემდგომი განვითარებისა და მათთვის სათანადო უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის.
ჩვენი კურსები მორგებულია როგორც კარიერული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მდგომ სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალებზე, ასევე სტუდენტებზე, ახლახანს კურსდამთავრებულებზე, პედაგოგებზე და უფროს ხელმძღვანელებზე.
ვიმუშავებთ თქვენთან, რათა გავიგოთ თქვენი ორგანიზაციული მიზნები, დავადგინოთ სადაა ხარვეზები და შევქმნათ იმგვარი სასწავლო პროგრამა, რომელიც შეესაბამება თქვენს ვადებს, ბიუჯეტს და შესყიდვის პროცესებს.

გაეცანით ჩვენს შემოთავაზებას:
-
პროფესიული კომუნიკაციის უნარების ტრენინგი: ჩვენ გთავაზობთ კურსების მთელ რიგს, სადაც ყურადღება გამახვილებულია სალაპარაკო და წერილობითი კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებაზე. ვიმუშავებთ თქვენთან ერთად, რათა შევქმნათ მიზნობრივი სასწავლო პროგრამა, რომელიც დააკმაყოფილებს თქვენს ორგანიზაციულ საჭიროებებს და გაზრდის პროდუქტიულობას.
-
ინგლისური დისტანციურად: ყველა დონის მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს თვითსწავლება და რეალური ონლაინ გაკვეთილები, რომლებიც ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე.
-
პირისპირ ჩატარებული ინგლისური ენის გაკვეთილები: შეუქმენით შესაძლებლობა თქვენს გუნდს შეუერთდნენ პერსონალზე მორგებულ და მრავლისმომცველ კურსებს. კურსის გავლა შესაძლებელია ჩვენს სასწავლო ცენტრებში, თქვენს ოფისში ან თქვენს მიერ არჩეულ ნებისმიერ ადგილას, თქვენთვის შესაფერის დროს. თქვენთან ერთად შევაფასებთ თქვენი თანამშრომლების ინგლისური ენის ცოდნას, რათა ერთად შევქმნათ მათი შესაფერისი სასწავლო პროგრამა და მეთოდები.
შექმენით თქვენზე მორგებული პროგრამა
საფეხური 1 - კონსულტაცია: იმუშავეთ ჩვენთან თქვენი ორგანიზაციის უნარების, ხარვეზებისა და სასწავლო მიზნების დასადგენად.
საფეხური 2 - პროგრამის შემუშავება: შევქმნით მასშტაბურ, თქვენს თანამშრომლებზე მორგებულ სასწავლო პროგრამებს შესაბამისი ტრენინგებით.
საფეხური 3 - მიწოდება: ჩვენი გამოცდილი ტრენერები ჩაგიტარებენ კურსს თქვენთვის მისაღები ფორმით - პირისპირ, შერეული ფორმატით ან დისტანციურად.
საფეხური 4 - შეფასება: ყოველთვიურად წარმოგიდგენთ ანგარიშს თქვენი თანამშრომლების მოსწრებისა და დასწრების შესახებ.




