ბიზნეს ინგლისური
თუ ემზადებით კარიერული წინსვლისთვის ბიზნესში ან დაკავებული ხართ რაიმე სხვა საქმიანობით და გსურთ იმუშაოთ საერთაშორისო გარემოში, მაშინ ეს კურსი თქვენთვისაა.
ბიზნეს ინგლისურისა და პროფესიული უნარების ამ კურსზე თქვენ შეისწავლით ბიზნეს და პროფესიონალურ ინგლისურ ენებს. შეეხებით მრავალრიცხოვან თემებს ბიზნესის კუთხით. ენას დაეუფლებით იმ ადამიანებთან ერთად ვინც თქვენს მსგავსად ორიენტირებულნი არიან კარიერულ ზრდაზე. ეს კი შეუძლებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნის გარეშე.
კურსი საგანგებოდაა შექმნილი და ითვალისწინებს თქვენს ინდივიდუალურ სურვილებს და მოიცავს იმ თემატიკასა და ენობრივ სტრუქტურებს რაც თქვენს ბიზნეს საქმიანობაში გჭირდებათ. სასწავლო ჯგუფებში 4 - 6 მსმენელია, რაც იმას ნიშნავს,რომ თქვენი მასწავლებელი მაქსიმალურად იქნება ფოკუსირებული თითოეულ თქვენგანზე და თქვენ მიიღებთ მის სრულ ყურადღებას და მხარდაჭერას.
კურსის მსვლელობისას:
1. ყურადრება გამახვილდება ბიზნესისთვის სასარგებლო ისეთ უნარებზე, როგორიცაა გუნდური მუშაობა, დროის მართვა და პრობლემების გადაჭრა.
2. შეისწავლით გრამატიკას ბიზნეს კონტექსტისა და მაგალითების დახმარებით.
3. გაიუმჯობესებთ უნარებს დებატებისა და ქეისების შესწავლისა და ანალიზის გზით.
4. ივარჯიშებთ საქმიანი საუბრის სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარებაზე დებატებისა და როლური თამაშების მეშვეობით..
5. იმუშავებთ დინამიურ კლასებში იმ მსმენელებთან ერთად, რომლებიც უკვე მუშაობენ, ან გეგმავენ მუშაობას ბიზნესის სფეროში.
6. გახდებით უფრო მეტად თავდაჯერებული სხვადასხვა ბიზნეს სიტუაციებში ურთიერთობისა და საუბრისას.